,, იმ ადგილას თუ მიწევდა ჩავლა, პირჯვარს ვიწერდი და „მამაო ჩვენოს“ ვკითხულობდი, რესტორანი ყოფილა” – თეა გვასალია

0
252
105 Views

ჟურნალისტი, მთარგმნელი თეა გვასალია:

,,ამას წინათ, წერეთელზე მომიწია მანქანის გაჩერება და ახლა კი ვხვდები, რა სასაცილო სანახავი ვიქნებოდი, მანქანიდან გადმოსული, შერლოკ ჰოლმსივით, გამადიდებელი შუშით რომ ვეძებდი ასფალტზე პარკირების კოდს და ნომერს🙂. ნახევარი დიდუბე რომ გავიარე და ბოლოს აკუმულატორების გამყიდველს ვკითხე, რა ციფრები უნდა შევიყვანო პარკირების საფასური რომ გადავიხადოთქო, იმან მარსიდან ჩამოფრენილი მწვანე კაცუნასავით ამათვალიერ-ჩამათვალიერა და რა კოდი, ქალბატონო, ან მანქანა სად გყავთო, მკითხა და მივხვდი გულში უკანასკნელი სიტყვებით აგინებდა ასათიანის ცნობილი დაწესებულების დამხურავებს და იმ მშვენიერ ტერიტორიაზე „თბილისი გარდენსის“ ამშენებლებს🙂. რას დაუშვებდა რომ მე, კანონმორჩილმა მოქალაქემ, იმხელა მანძილი გავიარე ასფალტზე დაწერილი, იმ დაწყევლილი ნომრის ძებნაში, რომ ჩემი მანქანა ჰორიზონზეც არ ჩანდა, მე კი, ჩემის მხრივ, რა წარმომადგენინებდა, რომ დოლიძეზე, საკუთარი სახლიდან ასიოდე მეტრში რომ ვაჩერებ მანქანას, ყოველ ჯერზე ხარკს ვუხდი მერიას და იმხელა წერეთელზე პარკირება უფასო იქნებოდა🙂. მეორე, ამჯერად კულტურული შოკი, დიდუბის ხიდიდან მარჯვენა სანაპიროზე ჩასახვევთან მელოდა. იქ რომ ეკლესია იყო და ხანდახან, იმ ადგილას თუ მიწევდა ჩავლა, პირჯვარს ვიწერდი და „მამაო ჩვენოს“ ვკითხულობდი, რესტორანი ყოფილა და „ავალონი„ რქმევია🙂. ასე რომ, გამოთქმა, მკითხე რაც გინდა, ხუთი თითივით ვიცნობ თბილისს, მე არ მეხება და თქვენი არ ვიცი🙂.”

Cesko