“12 წლის მკვდარი ბავშვი გაკიცხეს გარეთ იყოო, ამით ყველაფერია ნათქვამი” – რას წერს ლექტორი?

0
400
118 Views

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ხატია ნამიჭეიშვილი თბილისში, 12 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და წერს, რომ განადგურებულია საზოგადოების რეაქციით მოზარდის მშობლების გაკიცხვის გამო.

“გუშინ საშინელი ტრაგედია დატრიალდა დიდ დიღომში, აქვე ჩემ სახლთან 100 მეტრში 12 წლის გოგონა იპოვეს გარდაცვლილი. არც მე და არც ამ უბანში არავის გვიძინია წუხელ მგონი. ყველა პლატფორმაზე სადაც ეს ამბავი გავრცელდა უამრავი ადამიანი აკომენტარებს რომ “ბავშვს 11 საათიდან რატომ ეძებდნენ”, “რა უნდოდა ამ დროს გარეთ”, “რას დასეირობდა ამ დროს გარეთ”, რომ “მშობლების უპასუხისმგებლობას საზღვარი არ აქვს”, რომ “12 წლის ბავშვი არც დღისით არც ღამით მარტო არ უნდ გაავიდეს სახლიდან” და ა.შ. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, დამნაშავე თავად მსხვერპლია. ანუ გარემო რომ ასეთია ეს ნორმაა და ბავშვი გარეთ არანორმალურობა. მაშინ რაღას ვაჩენთ და ვზრდით შვილებს და საერთოდ რა აზრი აქვს სახელმწიფოს ქონას თუ ინდივიდუალურად, როგორც ცხოველებმა უნდა დავიცვათ ჩვენი შვილები ველური გარემოსგან, მტაცებლებისგან და პირველყოფილივით შებინდების მერე ცხვირი არ გავყოთ სახლიდან.

ახლა დასკვნა თქვენ გამოიტანეთ რა საზოგადოება ვართ. აქ სამოქალაქო ომო და პოლარიზაცია კი არა აბსოლუტურად არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს. ბოროტი ხალხი გამოდგა ქართველი ხალხი, სხვის უბედურებაზე საკუთარი ეგოს დაკმაყოფილების შანსებს რომ არ უშვებს ისეთი. ანუ მის შვილს ტრაგედია რადგან არ დაემართა ის კარგი დედაა და ვისაც ტრაგედია დაემართა ის ცუდი და ასე მარტივად დაიკმაყოფილა ეგო და ფარისევლურად შეშფოთდა ქალბატონი და ბატონი ვიღაც.

ამის მერე ის გაგვიკვირდეს რომ ახალგაზრდა თაობა ეზიზღებათ, 12 წლის მკვდარი ბავშვი გაკიცხეს გარეთ იყოო, ამით ყველაფერია ნათქვამი. ასე იყო ვაკის პარკის ამბავზეც, ბავშვი იქ რატომ იყოო. ასეა ბათუმის ბატუტის ამბავზეც, ისევ ბავშვს და მშობლებს აბრალებენ.

არაფრის ღირსი არაა ერი, საზოგადოება რომელსაც არ აქვს ემპათიის გრძნობა ასეთ მომენტებში, შიმშილით უნდა ამოძვრეს სული ასეთ ხალხს, რად უნდა ამ ბრბოს განვითარება. გეგონება ადამიანურობაშიც ფულს თხოვდეთ ვინმე.

ჯერ ამ ტრაგედიით და მერე ტრაგედიაზე საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის გამოხმაურებით ვარ განადგურებული”, – წერს ნამიჭეიშვილი.

2023 წლის 17 მარტს, დიდ დიღომში 12 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში.

Cesko