რატომ არ შეიძლება სარკის წინ დაძინება და რატომ არის საშიში საძინებელ ოთახში სარკის ქონა?

0
364
25 Views

სარკე ყველა ეპოქაში იდუმალ ნივთად მიიჩნეოდა. სხვადასხვა რწმენის თანახმად, მასში არეკლილი სამყარო მრავალ საიდუმლოს ინახავს და მას მისტიკურობა გააჩნია, რომელსაც შესწევს ძალა, რეალურ სამყაროზე ნეგატიურად იმოქმედოს. განსაკუთრებით სახიფათოდ მიიჩნევა სარკის წინ ძილი. ეს ცრურწმენა უმიზეზოდ არ გაჩენილა, იმას, თუ რატომ არ შეიძლება სარკის წინ ძილი, თავისი ისტორია აქვს. მთავარი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ არსებული რწმენით, სული ღამღამობით, მძინარე ადამიანის სხეულს ტოვებს და შეიძლება, სარკის მიღმა არსებულ სამყაროში აღმოჩნდეს, საიდანაც უკან დაბრუნება რთულია, ზოგჯერ კი, შეუძლებელი. ამიტომაა, რომ ადამიანი შეიძლება, ძილში გაიპაროს. ასევე მიიჩნევა, რომ სარკიდან ცხოვრებისეული ენერგია გადის, რაზეც ადამიანის ჯანმრთელობაა დამოკიდებული. ამ დროს, ადამიანი იწყებს ავად გახდომას და იტანჯება უძილობისგან. ჩვენი წინაპრები დარწმუნებული იყვნენ, რომ თუ სარკის წინ დაიძინებდნენ, შემდეგ, თავს ცუდად იგრძნობდნენ . დაუწერელი კანონიც არსებობდა – არ ჩამოეკიდებინათ საძინებლებში სარკეები, ან ძილის წინ ისინი ნაჭრით დაეფარათ, რომ სარკეში არ არეკლილიყო მძინარე ადამიანი. მხოლოდ ასე ისვენებდნენ ადამიანები მშვიდად და არ აშინებდათ უარყოფითი შედეგები.

Cesko