ლიბერალური ფაშიზმის ყველაზე აქტიური ავტორები საქართველოში არიან სწორედ მდიდარი „ენჯეოები“

0
319
33 Views

ჩვენ გვაქვს კონკრეტული პროცესი, ეს არის 12 პუნქტის შესრულების პროცესი. დარჩენილია სულ რამდენიმე პუნქტი. ორთან დაკავშირებით უკვე ჩამოვიდა ვენეციის კომისიის დასკვნები და ჩვენ შეგვიძლია უახლოესი 2 თვის განმავლობაში ბოლომდე მივიყვანოთ ეს პროცესი და ასევე ასარჩევია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE’“ განაცხადა.

„თქვენ ნახეთ როგორ წარიმართა სახალხო დამცველის არჩევის პროცესი. რეალურად ჩვენ გვქონდა ერთადერთი შანსი, დაგვეყენებინა ოპოზიციონერი დეპუტატი კანდიდატად. სხვა შემთხვევაში უბრალოდ გამორიცხული იყო კანდიდატის გაყვანა. აქაც გამოვიდა მოქმედი სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და პირდაპირ ისაუბრა იმ ფაშისტურ ბულინგზე, რომელიც წარმოებდა სამ ქალ დეპუტატზე იმისთვის, რომ მათ მხარი არ დაეჭირათ ლევან იოსელიანის კანდიდატურისთვის. ამ ბულინგის ავტორები იყვნენ უცხოური გავლენის აგენტები, ის ცნობილი მდიდარი „ენჯეოები“, რომლებზეც ასე ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე. ლიბერალური ფაშიზმის ყველაზე აქტიური ავტორები საქართველოში არიან სწორედ ეს მდიდარი „ენჯეოები“. ეს ფაქტი თავისთავად აჩვენებს იმას, რომ იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევა არ იქნება მარტივი, მაგრამ აქაც გვაქვს გარკვეული იმედი, რომ მოვახერხებთ 90 ხმის მოგროვებას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Cesko