“აზრი არა აქვს არაფერს ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილი, შეპყრობილია, გარდა ერთი დიდი გამოლოცვისა ან …”- რას წერს ჟურნალისტი 

0
673
36 Views

მე აი რა მინდა ვიკითხო… არა იმიტომ, რომ პირადად ვარ რაიმენაირი რადიკალი, – ისე – უბრალოდ…
თან მინდა ვკითხო ყველას, მთავრობას, ოპოზიციას, ენჯეოებს, უბრალოდ გონიერ, შერაცხად ადამიანებს:
ევროკავშირის დროშა რაიმე სიწმინდეა, რომელიც ხელშეუხებელია?
თან იმაზე უფრო ხელშეუხებელი სიწმინდე, ვიდრე მაცხოვრის, წმინდა გიორგის ან მარადქალწული ღვთისმშობლის ხატი, რომლებსაც ჩვენი ძაან და ძალად ევროპელი ახალგაზრდობის თუ ძველგაზრდობის ნაწილი და თავიანთი დამფინანსებელ – წამქეზებლებით შეგულიანებული ენჯეოები ათასგზის შეურაცხყოფენ, და ეს “მოსულა?!”
მე, ასეთი – მხოლოდ საქართველოს დროშა მეგონა დღემდე.
სინამდვილეში, ევროკავშირის დროშა, არის სიმბოლო გაცხადებული კურსისა, რომელსაც ამ ქვეყნის მოსახლეობის გარკვეული (სინამდვილეში დიდი) ნაწილი, არ ეთანხმება, და ამ ნაწილს ასევე აქვს (უნდა ჰქონდეს) უფლება, თავისი ეს არდათანხმება თუნდაც ასეთი ფორმით გამოხატოს.
ეჰ, კიდევ ათასი რამე მინდა ვიკითხო, მაგრამ აზრი?..
დღეს უბნელი ბიჭი ჩავიყვანე მანქანით მეტრომდე. ერთადერთი რაც თქვა ამ ლაწირაკმა – მუსიკა შეცვალეო…
თურმე იუთუბის რეკლამას რაღაც რუსულენოვანი სიმღერა ამოუგდია…
გავაჩერე და ასევე მოკლედ ვუთხარი – ჩადი მეთქი!..
გაიკვირვა, მაგრამ ჩავიდა.
ასე, რომ, – აზრი არა აქვს არაფერს ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილი, შეპყრობილია, გარდა ერთი დიდი გამოლოცვისა ან სულაც სოდომ-გომორისა, რასაც, დარწმუნებული ვარ, ღმერთი ერთხელაც აუცილებლად შეგვამთხვევს.

გრინ ბარეტი, ჟურნალისტი; სოციალური ქსელი

Cesko