თბილისში ანტიაფხაზური პროტესტია და „საომარ რელსებზე“ უნდა გადავიდეს ეკონომიკა – აფხაზი ვეტერანები

0
254
21 Views

აფხაზეთის ვეტერანთა საზოგადოებრივი ორგანიზაცია “არუა” მიიჩნევს, რომ თბილისში მიმდინარე მოვლენები „ანტიაფხაზურ და ანტიოსურ“ ხასიათს იძენს.

როგორც Ekhokavkaza წერს, ვეტერანები დე ფაქტო ხელისუფლებას სთხოვენ, ბიუჯეტის მთელი შესაძლო რესურსი შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე მიმართონ და „სახელმწიფო

აფხაზეთის ვეტერანთა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „არუა“ მიიჩნევს, რომ თბილისში მიმდინარე მოვლენები „ანტიაფხაზურ და ანტიოსურ ხასიათს იძენს“. ვეტერანები დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებენ, „ქვეყნის“ ბიუჯეტის მთელი შესაძლო რესურსი მიმართონ შეიარაღებული ძალებისკენ და ეკონომიკა „საომარ რელსებზე“ გადაიყვანონ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში მედიაში აქტიურად იწერება, რომ თბილისში, რუსთაველის მოედანზე „აგენტების კანონპროექტის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილის სიტყვით გამოსვლისას მომიტინგეებმა დაიწყო სკანდირება „სოხუმი, სოხუმი“, ცხინვალი, ცხინვალი!“

„ის შეძახილები, რომლებიც თბილისში მიტინგებზე ისმის, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ჯერ კიდევ 1989 წელს დაიწყო. მაშინ მათ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში სისხლისმღვრელ ომამდე მიგვიყვანეს. იმ დროის ჭრილობები ჯერ კიდევ არ მოშუშებულა, საქართველოში კი ახალი მუქარები დაიწყო, მოვლენები, რომლებიც უკრაინის მაიდანს მოგვაგონებს, რომელმაც ასევე გამოიწვია დიდი სისხლი, შემდეგ კი, „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უკრაინაში.

საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არაერთხელ გაუკეთებია განცხადება, რომ აშშ-ს და ევროპის ბევრი ქვეყანა ითხოვს აფხაზეთში „მეორე ფრონტის“ გახსნას ჩვენი და რუსეთის ფედერაციის, როგორც ჩვენი მოკავშირის წინააღმდეგ და ეს იმის მიუხედავად, რომ აფხაზეთი რეგიონში არასდროს არავის დამუქრებია და არ აპირებს ამას. ჩვენ ისევ გვითრევენ ომში“, – ნათქვამია АРУАА-ს განცხადებაში.

„მივმართავთ ხალხს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და გამძლეობა. ამ პირობებში ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს ხელისუფლებას, სასწრაფო კონსულტაციები გამართონ ოპოზიციის და სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ძალებთან იმისთვის, რომ შემუშავდეს მოქმედების ერთიანი გეგმა. ვითხოვთ, ქვეყნის ბიუჯეტის მთელი შესაძლო რესურსი მიიმართოს შეიარაღებული ძალების გაძლიერებისკენ. მიგვაჩნია, რომ მოვიდა დრო, შეიქმნას თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტი და ეკონომიკა გადავიდეს „საომარ რელსებზე“, – ნათქვამია АРУАА-ს მიმართვაში.

წყარო: pia.ge

Cesko