„ამერიკული დრონები უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებენ“ – ანტონოვი

0
219
23 Views

აშშ-ში რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი რუსული თვითმფრინავების მიერ ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამერიკული დრონები სადაზვერვო მონაცემებს აგროვებენ, რომლებსაც შემდგომში უკრაინა რუსული ძალების წინააღმდეგ შესატევად იყენებს.

„აშშ-ის მიუღებელი აქტივობა ჩვენი საზღვრების უშუალო სიახლოვეს არის შეშფოთების მიზეზი. ჩვენ კარგად ვიცით, რა მიზნით გამოიყენება ასეთი უპილოტო საფრენი აპარატები. კირბიმ თქვა, რომ ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატები მსგავს გადაფრენებს ყოველდღიურად ახორციელებენ. რას აკეთებენ ისინი აშშ-იდან ათასობით კილომეტრში? პასუხი აშკარაა: ისინი აგროვებენ სადაზვერვო ინფორმაციას, რომელსაც შემდგომში გამოიყენებს კიევის რეჟიმი ჩვენს შეიარაღებულ ძალებსა და ტერიტორიებზე დასარტყმელად.

მოდით დავუსვათ საკუთარ თავს რიტორიკული კითხვა: თუ, მაგალითად, რუსული უპილოტო თვითმფრინავი გამოჩნდებოდა ნიუ-იორკთან ან სან-ფრანცისკოს მახლობლად, როგორი იქნებოდა აშშ-ის საჰაერო ძალების და საზღვაო ძალების რეაქცია?“, – განაცხადა ანტონოვმა.

ცნობისთვის, BBC-ის ინფორმაციით, რუსული გამანადგურებელი ამერიკულ დრონს შეეჯახა, რის შედეგადაც ამერიკული უპილოტო თვითმფრინავი შავ ზღვაში ჩავარდა.

Cesko