ტაივანის საკითხში საგარეო ჩარევას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით – სი ძინპინი

0
248
23 Views

ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტაივანის საკითხში საგარეო ჩარევას და კუნძულის დამოუკიდებლობისკენ მიმართულ სეპარატისტულ ქმედებებს. ამის შესახებ სი ძინპინმა ქვეყნის პარლამენტის პირველი სესიის დახურვის ცერემონიაზე განაცხადა.

„ჩვენ მტკიცედ უნდა დავიცვათ ჩინეთის პრინციპი და ასევე 1992 წლის კონსენსუსი. ენერგიულად ხელი უნდა შევუწყოთ ურთიერთობების მშვიდობიან განვითარებას. მტკიცედ ვეწინააღმდეგებით საგარეო ჩარევას და სეპარატისტულ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ტაივანის დამოუკიდებლობისკენ, – აცხადებს სი ძინპინი.

მისივე თქმით, აუცილებელია სამშობლოს გაერთიანების პროცესის სტაბილურად ხელშეწყობა.

ჩინეთი მიიჩნევს, რომ ტაივანი სეპარატისტული პროვინციაა, რომელიც საბოლოოდ კვლავ პეკინის კონტროლის ქვეშ მოექცევა, თუმცა, ტაივანი თავს დამოუკიდებელ ქვეყნად აცხადებს, რომელსაც თავისი კონსტიტუცია და დემოკრატიულად არჩეული ლიდერები ჰყავს.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა არაერთხელ თქვა, რომ ტაივანი ჩინეთს შეუერთდება და ამ მიზნის მისაღწევად ძალის გამოყენება არ გამორიცხა.

სად არის ტაივანი?

ტაივანი არის კუნძული, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთის სანაპიროდან დაახლოებით 160 კილომეტრით არის დაშორებული.

თუ ჩინეთი ტაივანის ხელში ჩაგდებას დააპირებს, ზოგიერთი დასავლელი ექსპერტი ვარაუდობს, რომ იგი უფრო თავისუფლად იმოქმედებს წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში ძალაუფლების მოპოვებისთვის და შესაძლოა, გუამსა და ჰავაიში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაემუქროს, მაგრამ ჩინეთი ამტკიცებს, რომ მისი განზრახვები მშვიდობიანია.

Cesko