27 Views
გუშინ “ნაპოლიმ” საკუთარ სტადიონზე “ატალანტას” უმასპინძლა და 2-0 დაამარცხა. შესანიშნავი მატჩი ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც გოლის გატანაც შეძლო. კვარა მეტოქე გუნდის მწვრთნელმაც შეაქო.
“ვფიქრობ, საბოლოო ჯამში ცუდად არ გვითამაშია. დაცვაში ნორმალურად გამოვიყურებოდით, სივრცეებს ვზღუდავდით, თვალი უკვე დადებითი შედეგისკენ გვქონდა, მაგრამ მოულოდნელად გოლი გავუშვით.
შეგვეძლო, რომ მეტად ლეტალურები ვყოფილიყავით, თუმცა დღეს ჩვენი დღე არ იყო, ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი მარტომ მოგვიგო.” – ჯან პიერო გასპერინი