“მთელი ღამე მირეკავდნენ ერთი შეკითხვით – “იქნება ომი?”, ახლა გავშიფროთ…” – ლალი მოროშკინა

0
812
27 Views

მაპატიეთ ვეღარ გპასუხობთ🙏 ვერც პირადში და ვერც ზარებზე. აქ დავწერ ხოლმე!!!!
მე სხვებისგან განსხვავებით არც მდივანი და არც სეფე ქალები მყავს.
მოკლედ, იცით რად მიღირს თითო ასეთი ჩართვა რუსეთთან?
ნახევარ სიცოცხლეს ვკარგავ,მაგრამ ვთვლი,რომ რუსებს რუსულ სტუდიაში უნდა ეომო და არა ქართულ,რომელსაც არ უყურებენ!მთელი ღამე მირეკავდით ერთი შეკითხვით:
იქნება ომი?
ახლა გავშიფროთ:
დიახ მიზანმიმართული ესკალაცია მიდის და რუსებმა ჩვენგან გაიწვიეს თავისი მოქალაქეები.
დიახ აშშ ემზადება დაარტყას ირანს,რომელიც აწვდის რუსეთს დრონებს და იარაღს, საქართველო პლაცდარმათ სჭირდებათ.
დიახ,სალომე ზურაბიშვილი დაძაბვის ფონზე ტექნიკურ მთავრობას უნდა ჩაუდგეს სათავეში.
დიახ მიდის უმძიმესი პროცესები,მაგრამ!!!!
ჩვენ პატარა ერი ვართ და უცებ ვიგრძნობთ უკვე გარდაუვალ საფრთხეს.
აი მაშინ უნდა გავერთიანდეთ და ვიმოქმედოთ მოცემულობის მიხედვით.
რაც მთავარია!
ვიყოთ ღმერთის და საკუთარი თავის იმედზე!
მე შევეცდები (თუ დამიძახეს კიდე) რუსეთის სტუდიაში მაქსიმალურად მოვახდინო საქართველოს პოზიციონირება!
სამწუხაროდ ვიზა არ მაქვს თორემ ადგილზე უფრო ეფექტურად ვიბრძოლებ!(ჩართვა რთულია ვერ ხედავ და არ გესმის სტუდია, რომ ჯეროვნად უპასუხო)
ჩვენ გადავრჩებით!
P.S.ისე ბუნკერების დასუფთავება და პირველადი მოხმარების მედიკამენტების შეძენა არ გვაწყენდა😁🙉

ლალი მოროშკინა, პოლიტოლოგი; სოციალური ქსელი

Cesko