არა – “რუსულ” გამოფენას ბერლინში!
არა – “რუსულ” გამოფენაზე, “რუსულ” ენაზე ამეტყველებულ, სორბონელ “რუს” პრემიერს.
არა – “რუსულ” გამოფენაზე წარმოდგენილ “რუსულ” კულტურას და ისტორიას!
დიახ – საბჭოთა “КГБ”-ს და “МГИМО”-ს გამოზრდილ სააკაშვილ-ნაყოფია-ხოშტარიას და ბანდიტ კეზერაშვილ-მერაბიშვილის “ამერიკულ-ევროპულ” აქცია-პერფორმანსებს.
დიახ – საბჭოთა КГБ-ს გენერლის, თემურ ალასანიას და იგორ გიორგაძის აგენტის, გიული ალასანიას დავალებების შემსრულებელ “ევრო-ამერიკელ” ახალგაზრდობას.
დიახ – რუსულევროამერიკული ფინანსების ბუნდოვანებას და გავლენებს ქართულ პოლიტიკაში.
დიახ – ე.წ.არასამთავრობო სექტორში დასაქმებულ ნაცკრიმინალებს და მათ კორუმპირებულ, “ატკატებით” დანაყრებულ დონორებს.
დიახ – ყველა სფეროში ევროამერიკულად მოაზროვნე, მსუყე გრანტებზე მიყიდულ “რბილ ძალას” და ნაცბანდის ღია და ფარულ მოკავშირეებს.
დიახ – მთავრობაში მოკალათებულ ნაცებს ეკა ხოფერიას ხელმძღვანელობით! (კიდევ ერთხელ, ბრავო – ოცნების საკადრო პოლიტიკას!).
დიახ – ნაცგარდენია შევარდნაძეებს, ნაცარველაძეებსა და თავისუფალ გორგილაძეებს, “დინამოელებს” და “ლოკომოტიველებს”, პროფესორ-მასწავლებლებსა და ბერძენიშვილ-კორძაია-თევზაძე-ჯაფარიძე-ნაცვლიშვილ-დეკანოიძე-სამადაშვილ-ალასანია-ბენდუქიძეების მოწაფეებს, რომლებსაც ერთი სიტყვა არ დასცდენიათ, როცა КГБ-ს გაწვრთნილი სააკაშვილის რეჟიმი, ასობით ათას უდანაშაულო ადამიანს იჭერდა, კლავდა, აუპატიურებდა, აწამებდა, სახლ-კარს ართმევდა და ღირსებას ულახავდა.
დიახ – ერთდროულად მრავალი ქვეყნის სპეცსამსახურის, ევროპულად გულაჩუყებულ, “პატრიოტ” გავლენის აგენტებს!
დიახ და ვაშა – გრანტებზე გაყიდულ საქართველოს!
მაია ელოშვილი, იურისტი; სოციალური ქსელი