ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება

0
615
32 Views

დავითგარეჯას სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ფონზე გთავაზობთ, რამდენიმე ჩანაწერს ქალბატონი ლელა კაკულიას ადრინდელი წინასწარმეტყველებებიდან.

2012 წელი, 16 მაისი, თბილისი. დავით გარეჯთან დაკავშირებით დიდი ხნის წინ ვიწინასწარმეტყველე, რომ საქართველო იბრუნებს თავის დაკარგულ ტერიტორიებს. ჩამონათვალიც გავაკეთე. ეს ეხება დავითგარეჯსაც. ვხედავ, ეს არის ბინძური პოლიტიკა, რომელსაც აზერბაიჯანი თამაშობს. კოსმოსი ამას არ დაუშვებს. დიდი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ომების შემდეგ, ქართული მიწა, თავისი უძველესი ძეგლებით, საკუთრებაში დაუბრუნდება საქართველოს! ანუ „ძალიან დიდ პატივს დაგვდებს“ აზერბაიჯანი, რომ ჩემს მიწებს დამიბრუნებს. გარეჯის საკითხში ქართული სამღვდელოება ძალიან დიდ როლს ითამაშებს… ეს არის ქართველი ერის საგანძური, სიამაყე, ჩვენი წარსული და ისტორია. ***

ვხედავ, რომ იმ ადგილებში, რომლებსაც „მეგობარი“ მეზობელი ქვეყნები გვედავებიან, სადაც ჩვენი ეკლესიებია და ქართული სული ტრიალებს, სხვა ერი ვერ გაიხარებს! და თუ როგორ ვერ გაიხარებს, ამას ყველა იხილავს. იმ სახელმწიფოებს ბევრი უბედურებები დაატყდებათ თავს საკუთარ ქვეყანაში და კაი ხანს ვერც დალაგდებიან. ეს დამანგრეველი ძალა კოსმოსიდან მოდის. ფრთხილად! დაცულია დავითგარეჯიც. ვაი მათ, ვინც მას მიეკარება, თუნდაც იყვნენ ქართველები! ვაი მათ! იცოდეთ, ჩემო საყვარელო ქართველებო, კოსმოსი გვიცავს და გვიფარავს. მალე ყველაფერი შეიცვლება; შეიცვლება არა ისე, როგორც ეს ადამიანებს სურთ, არამედ ისე, როგორც ნათქვამია! 2012 წელი, 14 ივნისი. დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი ქართველებს ეკუთვნის და აზერბაიჯანის მცდელობა ფუჭია. კოსმოსი არ დაუშვებს ამ წმინდა ადგილის წართმევას… 2016 წელი, 3 ივნისი, თბილისი

რაც შეეხება დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსს — ეს წმიდა ადგილია და მას საქართველო ჰქვია. ფრთხილად! კოსმოსი არ აპატიებს აზერბაიჯანს ასეთ დამპყრობლურ პოლიტიკას ქართულ მიწაზე. საქართველოს მეგობარი ქვეყნები დაუჭერენ მხარს. განსაკუთრებით იაქტიურებს ამერიკა. ეს ყველაფერი დადებით როლს ითამაშებს, ვხედავ.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ რუსეთიც საქართველოს დაუჭერს მხარს. ვხედავ, საქართველო, ბოლოს და ბოლოს, დაიბრუნებს თავის მიწებს!!! ეს ყოველივე თურქეთსაც ეხება, რომელსაც უდიდესი ნაწილი აქვს ოკუპირებული ქართული მიწებისა. ამ საკითხშიც იაქტიურებს რუსეთი, აქაც საქართველოს მხარეს დადგება. თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს საკითხები რუსეთს, მის პოლიტიკას აწყობს. მათ თამაშს მაინც აეხდება ნიღაბი.

Cesko