“დედამიწაზე ამ ნაიარევს არცეთი წამალი არ შველის… ტკბილად იძინე…”- შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

0
539
18 Views

შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

“გლოვობს ბათუმი სტეფანოვკა ჩემი უბანი💔 ალეკო გარდაიცვალა…. კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა….სახეზე ჩამოაფარეთ რა ახალგაზრდა მოკვდა… მიწისთვის მენანები.. სულ მემახსოვრები ისეთი როგორიც იყავი ღიმილით ბედნიერებით და სიყვარულით სავსე ყველას უნაწილებდი ღიმილებს ბევრი შემიძლია ვისაუბრო შენზე მაგრამ სიტყვებს ვერ ვუყრი თავს ვუსამძიმრებ, უპირველეს ყოვლისა, ოჯახს, მეგობრებს და ნათესავებს, ვერაფერს გეტყვით იმ უდიდესი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც ახლა განიცდით. უბრალოდ, მინდა, იცოდეთ, რომ მე შოთო სიხარულიძე ამ უმძიმეს წუთებში, მე თქვენს გვერდით ვარ. გამძლეობა და სულის სიმტკიცე.. 🙏დღეს მგლოვიარეა ბათუმი😥 ჩემი მთელი უბანი ჩემი სტეფანოვკა შავებით შეიმოსა….
—————————————————————————– ———
ტკივილი რომელსაც არც სახელი აქვს არც საწყისი და არც დასასრული, ტკივილი რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება. ვზივარ თავზარდაცემული გაყინული იმ ტკივილს განვიცდი… მძულდა ეს სამყარო და კიდევ უფრო გამძულდა… სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები ეს ანგელოზები ალბათ იქ სადაც არ არსებობს დრო იქ სადაც მარადიული სიცოცხლეა იქ სადაც ბევრი ჩვენიანია… გულში ჩაგიკრავენ მოგიშუშებენ შენს ნაიარევს…
დედამიწაზე ამ ნაიარევს არცეთი წამალი არ შველის… ტკბილად იძინე…
“შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.
ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენი უბნის ჩვენი ეზოს უკეთილშობილესი ადამიანი ასე ნაადრევად წახვედი…. ალეკო შენ იყავი ადამიანი რომელსაც სიცოცხლე სწყუროდა, უხაროდა ყველას წარმატება, “ვერ ვიჯერებ შენს ასე ადრე წასვლას. ვერ ვიჯერებ, არც მინდა დავიჯერო.
მეხის გავარდნას ჰგავს შენი უეცარი გარდაცვალება. მუდმივად კეთილშობილური განწყობის გამომსახველი თვალები, მუდამ ღიმილიანი სახე, მორიდებული ყველას მიმართ, წყნარი და მოკრძალებული.
შენ მხოლოდ სიკეთის თესვა შეგეძლო., სიცოცხლეს შეჰხაროდი, ყველასგან სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს იღებდი.
ასე იცხოვრე…
ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? ყველაზე ზრუნავდი ცრემლით და დიდი ტკივილით უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი ღიმილი და ტკბილი საუბარი. კეთილი და სამართლიანი იყავი.
თავზარდაცემულია ოჯახი, სამეგობრო, ახლობლები ჩვენი უბანი… არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი”

  4 ნახვა

Cesko