აშშ არ მოელის, რომ რუსეთს უახლოეს მომავალში უკრაინაში მნიშვნელოვანი ტერიტორიული მიღწევები ექნება – კოლინ კალი

0
221
192 Views

აშშ არ მოელის, რომ რუსეთს უახლოეს მომავალში უკრაინაში მნიშვნელოვანი ტერიტორიული მიღწევები ექნება, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, კოლინ კალმა განაცხადა.

„უახლოეს კვირებში და თვეებში შეიძლება დავინახოთ, რომ ტერიტორიის მცირე ნაწილის კონტროლის ცვლილება მოხდება. არ ვფიქრობ, რომ არსებობს რაიმე, რაც იმაზე მეტყველებს, რომ რუსებს მნიშვნელოვანი ტერიტორიული მიღწევები შეიძლება ჰქონდეთ მომავალ წელს“, – აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ F-16-ების მიწოდებას შესაძლოა 18-24 თვე დასჭირდეს.

მან დასძინა, რომ უკრაინას სურდა თვითმფრინავები, მაგრამ ეს არ იყო მისი მთავარი პრიორიტეტი.

„ეს უკრაინელებისთვის პრიორიტეტია, მაგრამ ეს არ არის მათი სამი პრიორიტეტიდან ერთ-ერთი“, – დასძინა კალმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ რუსი ოკუპანტები არ წყვეტენ ბახმუტის შტურმს, ხოლო ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ცალკეულ მონაკვეთებზე შეტევაზე გადასვლის პირობების შექმნას ცდილობენ.

Cesko