რატომ არ ემართებათ მკერდის კიბო ჩინელ ქალებს – საიდუმლო, რომელმაც მსოფლიო შეძრა!

0
1604
31 Views

ჯეინ პლანტს, გეოქიმიის ცნობილ პროფესორს, მოყვარულ მეუღლესა და დედას 1987 წელს მოულოდნელად მკერდის კიბო აღმოაჩნდა.

თითქოს მისი ბედნიერი და პროდუქტიული ცხოვრება დასრულების პირას იყო. ქალს 4-ჯერ ჰქონდა რეციდივი, მაგრამ ჯეინს დანებება არ სურდა და ყველა შესაძლო მეთოდით ცდილობდა ავადმყოფობასთან გამკლავებას. მისი მეუღლე, ასევე ცნობილი მეცნიერი, მაშინ ჩინეთში მუშაობდა. თავი კოლეგებთან ერთად მან საოცარი აღმოჩენა გააკეთა, რამაც სინათლე მოჰფინა იმ ფაქტს, თუ რატომ არ ავადდებიან ჩინეთში ქალბატონები ძუძუს კიბოთი.

შესანიშნავი მეთოდიკა, რომელიც მეუღლეებმა შეიმუშავეს, დაეხმარა ჯეინს და საბოლოოდ მოახერხა დაავადების დამარცხება!

image

აღსანიშნავია, რომ მეცნიერების ეს აღმოჩენა დღემდე კამათსა და დისკუსიებს იწვევს.

“დიდი ხნის მანძილზე ვერ ვხვდებოდი, რატომ არ ავადდებიან ჩინელი ქალები მკერდის კიბოთი. როცა უკვე საკუთარ თავზე გამოვცადე აღნიშნული დაავადება, გადავწვიტე, რაც შეიძლება დეტალურად შემესწავლა ეს პროცესი, – ამბობს ჯეინ პლანტი. – მე და ჩემი კოლეგები ვცდილობდით ამ ფაქტისთვის ლოგიკური ახსნა მოგვეძებნა, რის გამოც ვსწავლობდით ჩინელი ქალბატონების ყოველდღიურ ცხოვრებას, ფიზიკურ დატვირთვასა და რაციონს. თავიდან ჩვენი ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ ჩინელი ქალების რაციონში ძალიან ცოტა ცხიმი იყო – 14%, შედარებით 36%-სა, რასაც შეიცავს დასავლეთევროპული კვების სტანდარტული რაციონი. თუმცა ეს ვერ იქნებოდა ახსნა. ჯერ ერთი არ არის არანაირი მონაცემები, რომლებიც დაადასტურებს, რომ რაციონში ცხიმების შემცველობის ამაღლება ამაღლებს კიბოს განვითარების რისკს. მეორეც, თავად მე, მთელი ცხოვრება ნაკლებცხიმიან დიეტაზე ვიყავი.

მაგრამ ერთხელ, ერთ-ერთ ჩემს კოლეგას შესანიშნავი იდეა გაუჩნდა: “ჩინელები არ მოიხმარენ რძის პრიდუქტებს!”. როცა ამას დავუფიქრდით, მივხვდით, რომ ნამდვილად დიდ აღმოჩენას ვიახლოვდებოდით. ბოლოს და ბოლოს ყველაფერმა თავ-თავის ადგილზე დაიწყო დადგომა!

image

გაოცებული ვიყავი. როგორც აღმოჩნდა, რძე და რძის პროდუქტები ალერგიათა უმეტესობის მიზეზი იყო. ეს გასაკვირი არცაა, რადგან პლანეტის მოსახლეობის 70% ვერ იტანს რძის შაქარს – ლაქტოზას. სანამ მკერდის კიბოს დიაგნოზირებას მოვახდენდით, მე დიდი რაოდენობით რძეს მოვიხმარდი: იოგურტი, კეფირი, ყველი და ხაჭო. სიმართლე რომ ვთქვა, ჩემთვის ეს ცილების ძირითადი წყარო იყო. ჩვენი ექიმები რძის პროდუქტებს ძალიან სასარგებლოდ მიიჩნევენ, მაგრამ ჩინელები ამ აზრს სრულიად არ იზიარებენ. ისინი ყველსა და ნაყინსაც კი არ მიირთმევენ.

1989 წელს, კვლევებმა აჩვენა, რომ იოგურტი შეიძლება საკვერცხის კიბოს მიზეზი გახდეს: ჰარვარდის უნივერსიტეტის დოქტორმა, დანიელ კრამერმა ამ დიაგნოზის მქოდე ასობით ქალი გასინჯა, ყურადღებით შეისწავლა მათი კვების რაციონი და ისიც მსგავს დასკვნამდე მივიდა.

image

ამ აღმოჩენის შემდეგ მე საერთოდ უარი ვთქვი რძის შემცველ პროდუქტებზე. გავაცნობიერე ისიც, რომ რძეს ვიყენებთ უამრავი კერძის მოსამზადებლად: ორცხობილები, ნამცხვარი, სუპები.

მას შემდეგ, რაც უარი ვთქვი რძის პროდუქტების და რძის შემცველი კერძების მიღებაზე, 6 კვირაში სიმსივნე გაქრა – სიმსივნე, რომლის დამარცხება მარტო ქიმიოთერაპიამ ვერ შეძლო. ეს თითქმის დაუჯერებელი იყო. ქიმიოთერაპიის მეორე კურსიდან ორი კვირის შემდეგ ქავილი დამეწყო, შემდეგ სიმსივნე დარბილდა, შემცირდა და დროთა განმავლობაში საერთოდ გაქრა. ექიმებს დაჯერება უჭირდათ, მაგრამ ანალიზებმა დაამტკიცეს, რომ სიმსივნე არა მხოლოდ დამარცხდა, არამედ საერთოდ გაქრა!

image

რა თქმა უნდა, ექიმების დიდი ნაწილი ჩემს აღმოჩენას სკეპტიკურად უყურებს. თუმცა ჩემთვის მკერდის კიბოსა და რძის პროდუქტების მოხმარებას შორის ურთიერთკავშირი ისეთიცე ცხადია, როგორც ფილტვის კიბოსა და თამბაქოს მოხმარებას შორის. რძეზე უარის თქმამ არა მხოლოდ კიბოსგან განმკურნა, არამედ ჩემი ჰორმონალური ბალანსიც მოაწესრიგა. ამიტომ, თუ კიდევ გიჭირთ დაჯერება, რომ ეს ხერხი ნამდვილად მოქმედებს, შემხედეთ მე. მე ვარ ამ ყველაფრის ცოცხალი მტკიცებულება!” – ამბობს ჯეინ პლანტი. როგორც ხედავთ, ამ ქალბატონის ისტორია სრულიად ცვლის ჯანსაღი კვების შესახებ ჩვენში ჩამოყალიბებულ წარმოდგენას.

წყარო: intermedia.ge

Cesko