“განხილვას, ფიქრსა და აზროვნებასაც კი გვიკრძალავენ…კელი დეგნანი საქართველოსა და ქართველ ხალხს მხოლოდ მათ უწოდებს, ვინც მის განცხადებებს უსიტყვოდ ეთანხმება” – მიხეილ ყაველაშვილი

0
543
23 Views

„ხალხის ძალის” შექმნის დღიდან, ყოველთვის ვცდილობდით, ჩვენი განცხადებები და წერილები, ყოფილიყო ფაქტებზე დაყრდნობილი, ვყოფილიყავით კორექტული ამა თუ იმ მოვლენასთან მიმართებით, ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობებთან დამოკიდებულებაში, მაგრამ ის, რასაც ჩვენ ეჭვების საფუძველს ვეძახდით და ვამბობდით, რომ უნდა გამოსწორდეს, ის ფუნდამენტური ღირებულებები, რისკენაც ჩვენ მივისწრაფვით, დასავლურ ცივილიზაციას ვგულისხმობ, რაც მოგვწონდა და გვინდოდა, რა ძაფებითაც ვართ დაკავშირებული ერთმანეთთან – ეს ყველაფერი წაშლილია ამ ურთიერთობაში, წარმოგიდგენიათ?! ვცდილობ, ავხსნა და ვერაფრით ვხვდები, ვუსმენ, რომ იქნებ ამ თვალსაზრისით ვინმეს რეაგირება ჰქონდეს, ან ვინმემ მთავარი საკითხი დასვას, – აცხადებს „ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ ყაველაშვილი.

მისივე თქმით, საქართველოსთვის, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, მიუღებელია, რომელიმე ქვეყნის, თუნდაც პარტნიორის, პირდაპირი მითითებების განხილვისა და მსჯელობის გარეშე შესრულება.

განხილვას, ფიქრსა და აზროვნებასაც კი გვიკრძალავენ, ასეთი რამ როგორ შეიძლება?! პირდაპირ მოგვიწოდებენ, რომ არც უნდა ვიფიქროთ, არც უნდა განვიხილოთ, თან ვინ და როგორ მოგვიწოდებს… არაფრად გვთვლიან. სულ ვფიქრობ, მეტი რაღა დარჩა? – ალბათ, განმარტებითი ლექსიკონი უნდა წამოვიღოთ და დავიწყოთ თავიდან იმის განმარტება, თუ რას ნიშნავს დემოკრატია, რას ნიშნავს პარლამენტარი, საკანონმდებლო ორგანო, საკომიტეტო მოსმენები, რატომ უნდა მოხდეს ამა თუ იმ პარლამენტარის კანონის ინიციირების განხილვა და ასე შემდეგ – ამ დონემდე უნდა დავიდეთ?! ეს ხომ კატასტროფაა და, დარწმუნებული ვარ, ამას ჩვენი საზოგადოება ყველაზე კარგად ხედავს. ამაში, გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ არის ჩვენი წვლილი. ჩვენ თუ სიმართლეზე საუბარს არ დავიწყებდით, ეს პროცესები კიდევ უფრო მეტად გაიწელებოდა და შეიძლება, მივსულიყავით იმ კატასტროფამდე, რასაც მეორე ფრონტი ჰქვია. აშშ-ის ელჩისთვის, მნიშვნელობა არ აქვს, საით არის ქართველი ხალხის უმრავლესობა. ის საქართველოსა და ქართველ ხალხს მხოლოდ მათ უწოდებს, ვინც მის განცხადებებს უსიტყვოდ ეთანხმება. უკვე იმდენად ცხადია, ხელის გულზე დევს ეს ყველაფერი და ბავშვსაც რომ ჰკითხო, ისიც კი ადვილად გაგცემს პასუხს”, – აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.

Cesko