”არ ჩამწიხლოთ ახლა და ქვები არ დამიშინოთ…” – მაია ასათიანის მოულოდნელი განცხადება

0
5428
50 Views

ჟურნალისტმა, მაია ასათიანმა ტელეკომპანია “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი უნდა გადარჩეს.

“აღარ არის პოლარიზების დრო.ყველაზე მეტად ძალიან მაოცებს და მთრგუნავს საზოგადოების გარკვეული ნაწილის ინდიფერენტულობა. გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას ვუყურებთ.

ავიაბილეთები

ყველა ზის და უყურებს, მერე შეიძლება მოეწყოს უზარმაზარი მსვლელობა, მერე გლოვა ყველას ძალიან გვიყვარს, ყველა ჩაიცვამს შავებს. ისინი იქედან დაგვადანაშაულებენ, ჩვენ აქედან, იქნება სრული ისტერია.

მერე ყველა ერთად ვიქნებით ერთ დიდ ნიჰილიზმში და ხო, რუსეთი გაიმარჯვებს.

ქვეყნის მესამე პრეზიდენტი უნდა გადარჩეს. სირცხვილია იყო იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც ერთი პრეზიდენტი მოკლა და ახლა მეორესაც სიკვდილისკენ მიაქანებს.

 

ეს უნდა გაიაზროს ყველამ, მათ შორის “ქართული ოცნების” ამომრჩეველმაც.

არ ჩამწიხლოთ ახლა და ქვები არ დამიშინოთ… ჩვენ ვართ უმადური საზოგადოება, ჩვენ ვართ უმადური საზოგადოება, იმიტომ, რომ ვერც მაშინ მოვინანიეთ, ვერც ახლა“,- თქვა მაია ასათიანმა.

Cesko