23 Views
ზუგდიდში, “საქართველოს ბანკზე” თავდასხმის საქმეზე დაკავებული, ბადრი ესებუას ადვოკატები აცხადებენ, რომ 43 დაზარალებულიდან ესებუა ვერცერთმა ვერ ამოიცნო. ამის შესახებ ბრალდებულის უფლებადამცველებმა ბრიფინგზე განაცხადეს.
“მიუხედავად იმისა, რომ 43 დაზარალებულია, ამ 43 დაზარალებულიდან არცერთი ადამიანია არ საუბრობს ბადრი ესებუაზე, არანაირად არ უთითებს რაიმე ფორმით, რომ ბადრი ესებუამ ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული”, – აცხადებს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.
წყარო : https://tia.ge/