რა მოგვივა თუ მზესუმზირას ყოველდღე შევჭამთ – ეს ბევრმა არ იცის!

0
9001
23 Views

მზესუმზირის მოხმარების შესახებ საზოგადოებაში სხვადასხვაგვარი აზრი არსებობს. ზოგი თვლის, რომ ე.წ. “სემიჩკის” კნატუნი არც თუ ისე ესთეტიკურია, უფრო მეტიც, უზრდელობაა. ზოგი კი იმდენად არის შეყვარებული ამ “საქმიანობაზე”, რომ არავითარ უარყოფით აზრს არ ეპუება და ჯიუტად განაგრძობს საყვარელი პროდუქტის საზოგადოებაში მირთმევას. არიან ისეთებიც, რომლებიც ითვალისიწნებენ საზოგადოებრივ აზრს და საყვარელ მზესუმზირას სახლში, საღამოობით ტელევიზორის წინ აკნატუნებენ. მაგრამ შეიძლება თუ არა აღნიშნული პროდუქტის ყოველდღიურად მირთმევა? სწორედ ამის შესახებ ვისაუბრებთ ქვემოთ.
მზესუმზირის თესლის სასარგებლო თვისებები

მოცემულ პროდუქტს ძალიან მაღალი ენერგეტიკული ღირებულება აქვს. 100 გრამი მზესუმზირის თესლი 602 კკალ-ს შეიცავს. ეს ნამდვილი ენერგეტიკული ბომბია!
მზესუმზირის კნატუნი ნერვულ სისტემას აწყნარებს. ამ მხრივ ეს პროცესი არაფრით ჩამოუვარდება კრიალოსნის მარცვლას.
მზესუმზირის თესლი კუჭის მჟავა-ტუტოვანი ბალანსის ნორმალიზებას ახდენს. ამიტომ, ბევრი ექიმი ურჩევს მას პაციენტებს, რომლებსაც გულძმარვა აწუხებთ.

ეს პროდუქტი დადებითად მოქმედებს მამაკაცის პოტენციაზე და ქალის რეპროდუქციულ სისტემაზე.
მზესუმზირა შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნიუმს, რაც აუცილებელია გულის კუნთების ნორმალური მუშაობისთვის.

მზესუმზირის თესლი შესანიშნავი საშუალებაა ათესროსკლეროზისა და მიოკადიუმის ინფარქტის პროფილაქტიკისთვის.
მზესუმზირა ძალიან კალორიული პროდუქტია, ამიტომ უმჯობესია არ შეიძინოთ იგი გარჩეული (ასე გაცილებით მეტს შეჭამთ!) სახით. ამას გარდა, გაფცქვნილ მდგომარეობაში მასში სწრაფად ხდება ნაჯერი ცხიმების დაჟანგვა. ექიმები რეკომენდაციას გვიწევენ, ყოველდღიურად მივირთვათ 50-100 გრამამდე აღნიშნული პროდუქტი. ყველაზე სასარგებლოდ ითვლება უმი მზესუმზირის თესლი.

როგორც ყველა პროდუქტს, მზესუმზირასაც აქვს უკუჩვენება: მისი მოხმარება არ შეიძლება ადამიანებისთვის, რომლებსაც კუჭის წყლული, პოდაგრა და ენტეროკოლიტი აწუხებთ.
ავტორები:geonewest.com

Cesko