პუტინი: ჩინეთის პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტს მოუთმენლად ველოდები

0
298
24 Views

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვან ის შეხვდა, სადაც მან აღნიშნა, რომ  ჩინელი კოლეგის, სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტს მოუთმენლად ელოდება.

შეხვედრაზე პუტინმა განაცხადა, რომ პეკინსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებზე სხვა ქვეყნებმა გავლენა არ უნდა მოახდინონ.

ცნობისთვის, ომის დაწყების შემდეგ ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მეგობრული გახდა და პეკინი მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს დღემდე გმობს. სანაცვლოდ, რუსეთი ჩინეთს ტაივანის გამო შეერთებულ შტატებთან დაძაბულობის ფონზე მხარს უჭერს.

შეგახსენებთ, 21 თებერვალს Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მოსკოვში ვიზიტისთვის ემზადება.

Cesko