ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია, მისი დაბრუნების იდეა იყო რევოლუციის მოხდენა და მასიური მკვლელობების ინსპირირება – ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის კონფერენციაზე

0
724
20 Views

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოებს კონფერენციაზე ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, სააკაშვილი კარგი მსახიობია.

“მე არ მინდა სპეკულირება ამ საკითხზე. პრეზიდენტი სააკაშვილი კერძო კლინიკაში მკურნალობს. ხალხმა მინდა იცოდეს, რომ საქართველოში წელიწადნახევრის წინ ჩამოვიდა 1-ელ ოქტომბერს. იდეა მისი დაბრუნებისა იყო რევოლუციის მოხდენა და მასიური მკვლელობების ინსპირირება, წარუმატებელი აღმოჩნდა მისი გეგმა და აღმოჩნდა ციხეში. ჩვენ გადავიყვანეთ კერძო კლინიკაში, აღარ გადაგღლით დეტალებით, მაგრამ რახან კითხვა დაისვა, მინდა პასუხი გავცე. ის მკურნალობს კერძო კლინიკაში, 8 თვეზე მეტია, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს და მკურნალობას, ყველა პრივილეგიას, რაც არ გააჩნია სხვა პატიმარს.

თქვენ ახსენეთ კადრები, ფოტოები, მე ვიტყვი, რომ ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია. ჩვენ შევთავაზეთ მის ოჯახს, რომ ჩამოიყვანონ ნებისმიერი ექიმი, ნებისმიერი კლინიკიდან, ნებისმიერი ქვეყნიდან, თუ სჭირდება რეალურად მკურნალობა, ჩამოიყვანონ საქართველოში, ეს არის ჩემი პასუხი.

ალბათ თქვენ გინახავთ ბევრი მცდარი ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება მისი ოჯახის ლობისტური ფირმების მიერ, მაგალითად გასულ თვეში გაჟღერდა, რომ 1 მლნ გადაიხადა მისმა ოჯახმა აგრესიული მედიაკამპანიის საწარმოებლად მთელს მსოფლიოში, რაც თქვენ გესმით, რასაც ხედავთ ვიდეოთი, ფეისბუქზე, სოციალურ ქსელებში, არ წარმოადგენს რეალობას, ამიტომ არავინ არ დგას კანონზე ზევით, ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი დემოკრატია საქართველოში, ეს არის დემოკრატიის არსი, რომ არავინ არ უნდა იდგეს კანონის მაღლა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

Cesko