“გაკვირდები და ხარ შენთვის მაგ გისოსებში გამოკეტილი მშვიდად, აუღელვებლად, შეუდრეკლად” – ინგა გრიგოლია ნიკა გვარამიას

0
669
24 Views

ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია, ნიკა გვარამიასთვის მიძღვნილ გადაცემაში, ამბობს

“საღამო მშვიდობისა, ნიკა, შენ ხმას არ იღებ, ამდენი ხანია გაკვირდები და ხარ შენთვის მაგ გისოსებში გამოკეტილი მშვიდად, აუღელვებლად, შეუდრეკლად, არაფერს ამბობ, მაგრამ ეს მძიმე დუმილი უნდა დავრღვიოთ ჩვენ, მედიამ, საზოგადოებამ, მეგობრებმა. შეუძლებელია ასე გაგრძელება, შეუძლებელია, რომ მთელი 9 თვეა ვუყურებთ, როგორ მოაქციეს სრულ იზოლაციაში ტელეკომპანია “მთავარის” მთავარი ადამიანი, მხოლოდ იმიტომ რომ ვერ მოერია მას ხელისუფლება, ვერ გააჩუმა და ასე მთელი ქვეყნის თვალწინ გააფორმა მისი პოლიტიკური ტყვეობა. მეგობრებო, მოდით, გამოვუტყდეთ საკუთარ თავებსაც, ჩვენც თითქოს შევეგუეთ ამ უსამართლობას, ხოდა, როდემდე გავჩუმდეთ? როდემდე არ გავაპროტესტოთ, რომ აბსურდული მიზეზით, კერძო კომპანიის ავტომანქანით სარგებლობისთვის დატყვევებული კაცი გვიზის ციხეში, როდემდე არ დავუპირისპირდეთ შურისმაძიებელი სისტემის უსამართლობას, როდემდე არ ავხმაურდეთ, რომ დასრულდეს ეს პოლიტიკური ტყვეობა.

გვახსოვს ნიკას სიტყვები, არავინ გაბედოს და შეწყალების თხოვნით მიმართოს პრეზიდენტსო, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა მივმართოთ, სხვა გზა აღარ დარჩა, ნიკაზე ხომ სააკაშვილისგან განსხვავებით ვერ გვეტყვის სალომე ზურაბიშვილი, სხვა საქმეებზეც აქვს ბრალი წარდგენილი და ჩემი შეწყალება არაფერს შეცვლისო, თუ მართლ ადარდებს პრეზიდენტს ანტიდასავლური პოლიტიკა, ანტიდასავლური სახელისუფლებო ისტერია და ის ფაქტი, რომ ყოველდღიურად უფრო და უფრო გვაკარგვინებენ ევროპულ ოჯახში გაერთიანების შანსს, ალბათ, უნდა დაივიწყოს პირადი წყენები, დადგეს ყველაფეზე მაღლა და მიიღოს გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას შეწყალებაზე.

Cesko