”ვკვდები, ჩემი უკანასკნელი ვიდეო…” – თურქი ბიჭის გადაღებული ვიდეო ნანგრევებიდან 

0
594
21 Views

“ვკვდები, ეს არის ჩემი უკანასკნელი ვიდეო” – ამ სათაურით მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში მოყოლილმა ბიჭმა ვიდეომიმართვა გაავრცელა .

ადიამანში მყოფ თაჰა ერდემს ეგონა, რომ დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში დაიღუპებოდა, თუმცა, საბედნიეროდ, სტიქიური უბედურებიდან 2 საათის შემდეგ მეზობლებმა და ნათესავებმა მისი გადარჩენა შეძლეს და ნანგრევებიდან ამოიყვანეს.

შეგახსენებთ, 41 ათასზე მეტი დაღუპული თურქეთსა და სირიაში – 6 თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად მსხვერპლი კვლავ იზრდება. ყოველდღიურად იკლებს ნანგრევებიდან ამოყვანილი ცოცხალი ადამიანების რაოდენობა.

ბოლო 24 საათში მაშველებმა მხოლოდ 9 ადამიანი გადაარჩინეს. მათ შორის იყო ქალაქ ჰატაიში ერთი ქალი და 77 წლის მამაკაცი ადიამანის პროვინციაში. მათ ნანგრევებში 200-ზე მეტი საათი დაჰყვეს. მძიმე მდგომარეობაში არიან ზამთრის სიცივეში, ღია ცის ქვეშ დარჩენილები.

გაეროში ამბობენ, რომ მთავარი აქცენტი სწორედ ამ ადამიანების დახმარებაზე კეთდება. დამანგრეველმა მიწისძვრამ საერთო ჯამში 13 მილიონზე მეტი ადამიანი დააზარალა.

წყარო: mix.metronome.ge

Cesko