საქართველომ რუსეთის შედარებით მეგობრულ ქვეყნებში გადაინაცვლა

0
942
25 Views

მოსკოვში დაფუძნებული კომუნიკაციების განვითარების ეროვნულმა კვლევითმა ინსტიტუტმა ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც რუსეთის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობას შეეხება.

კვლევის მიხედვით, რუსეთის მეგობრებში ლიდერად ბელარუსია რჩება. დაფიქსირდა ურთიერთობების დინამიკის გაუმჯობესება ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ყირგიზეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი. მაგრამ სომხეთი და ყაზახეთი მოხვდნენ “მერყევი რეჟიმების” ჯგუფში.

კვლევითი ინსტიტუტის ექსპერტები ხაზს უსვამენ საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესებას.

„საქართველომ უარი თქვა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიერთებაზე და აფართოებს ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებს. ექსპერტები აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ ამ შესაძლებლობის ფანჯრის გამოყენება მნიშვნელოვანია. ამავდროულად, კვლევის ავტორების თქმით, მოლდოვა მადგას ურთიერთობების გაუარესების გზას“ , – აღნიშნულია რუსულ „კომერსანტში“ .

Cesko