„ვაიი, მეგონა, ცოცხალს ამოგიყვანდნენ ნანგრევებიდან“ – რა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს შოთო სიხარულიძე

0
1933
21 Views

ემიგრანტების იმედი შოთო სიხარულიძე მძიმე ინფორმაციას ავრცელებს, რომ ემიგრანტი ციცო პაკელიანი ნანგრევებიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს.

,,გარდაცვლილი იპოვეს, ვაიიიი. მეგონა, რომ ამდენი ბრძოლის მერე ცოცხალს ამოგიყვანდნენ,  ციცო… უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი. არ მიატოვა ბებია და ჩაიდინა გმირობა.

გარდაიცვალა ემიგრანტი თურქეთში ციცო პაკელიანი. მოიხსენიეთ ახალშესვენებული ციცო.

კიდევ ერთი ახალგაზრდა ემიგრანტის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე… ცხარე ცრემლებით დაგტირიან თურქეთის ემიგრანტები… გვეგონა, რომ სუნთქავდი. შენ არ მიატოვე ბებია. ვის შეიძლება ჩაედინა ასეთი გმირობა თუ არა შენ, ჩვენო გულიანო, მაგრამ ნანგრევებიდან ცოცხალი ვერ ამოგიყვანეს” – წერს ,,შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები”.

თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. აქამდე ცნობილი იყო საქართველოს 4 მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. ინფორმაცია ფორმულას თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ დაუდასტურა.

ძლიერი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში ორშაბათს, გვიან ღამით მოხდა. მისი სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდას აღწევდა და მას 100-მდე ბიძგი მოჰყვა. სტიქიის გამო დაინგრა ათასობით შენობა. სხვადასხვა ქვეყნიდან თურქეთსა და სირიაში ჰუმანიტარული და სამაშველო დახმარება გაიგზავნა. სამშაბათს დილით ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თვითმფრინავები ერაყიდან და ირანიდან დამასკოს აეროპორტში ჩაფრინდა.

მაშველები გააგზავნა საქართველომ, აშშ-მა და ინდოეთმა. ევროკავშირმა გაააქტიურა კრიზისებზე რეაგირების მექანიზმი, ხოლო პალესტინიდან სამოქალაქო და სამედიცინო ჯგუფები სირიასა და თურქეთში გაემგზავრებიან.

Cesko