21 Views
რუსთავში, მარის არხის დასახლებაში ხანძარს ქალი ემსხვერპლა. საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ცნობით, ცეცხლი ერთ-ერთ ფიცრულში გაჩნდა, სადაც 70 წლამდე ქალი იმყოფებოდა. ქალმა ფიცრულის დატოვება ვერ მოახერხა და ადგილზევე დაიღუპა.
ფიცრულში ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტროგამათბობლისგან გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.
ინფო რუსთავი