როგორც ჩანს, წაიქცა, დაესივნენ და შეჭამეს კაცი, წელს ზემოთ აღარაფერი ჰქონდა – რას ჰყვება მგლებისგან დაგლეჯილი კაცის შვილი?

0
799
27 Views

კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ლა­მის­ყა­ნა­ში, სავარაუდოდ, მგლების მიერ დაგლეჯილი 72 წლის მა­მა­კა­ცის შვილი ამბობს, რომ მა­მა­მი­სი მე­ზო­ბელ­მა უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ნახა. რო­გორც ის ჰყვე­ბა, კაცს მხო­ლოდ კი­დუ­რე­ბი იყო შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე.

“და­მი­რე­კეს და­ი­ღუ­პაო. ჩა­მო­ვე­დი და ვნა­ხე მაგ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში… წელს ზე­მოთ არა­ფე­რი აღარ ჰქონ­და. სახ­ლის ეზო­ში იყო. მგლის მოკ­ვლა­ზე ჯა­რი­მე­ბი­აო და მგე­ლი გა­ვამ­რავ­ლოთ და ხალ­ხის ხოც­ვას ვუ­ყუ­როთ? სა­პირ­ფა­რე­შო­ში გა­მო­ვი­და, რო­გორც ჩანს წა­იქ­ცა, და­ე­სივ­ნენ და შე­ჭა­მეს კაცი. გა­მი­ცო­ცხლებს ვინ­მე?” – ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლის შვი­ლი.

კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ლა­მის­ყა­ნა­ში. 72 წლის მა­მა­კა­ცი, სა­ვა­რა­უ­დოდ, მგლებ­მა დაგ­ლი­ჯეს. მას გა­რე­უ­ლი ცხოვ­რე­ლი თავს სა­კუ­თარ სახ­ლთან გუ­შინ და­ეს­ხა. ცხე­და­რი ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა დღეს იპო­ვეს და ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­შია გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი.

tia.ge

“სავარაუდოდ გარეულმა ცხოველმა შეჭამა…”- კასპში ადგილობრივებმა ადამიანის კიდურები იპოვეს

Cesko