37 Views
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში ადამიანის ქვედა კიდურები იპოვეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია „მოზაიკა ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, კიდურები ადგილობრივებმა ნახეს და პოლიციას აცნობეს.
ლამისყანაში ამბობენ, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი სავარაუდოდ გარეულმა ცხოველმა შეჭამა.
„გარეული ცხოველისგან არის სავარაუდოდ დაგლეჯილი და შეჭმული. თავის სახლთან ახლოს იპოვეს“ – ამბობს მერის წარმომადგენელი ლამისყანის ადმინისტრაციულ ერთეულში, გიორგი ჭიხინაშვილი.
„პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
წყარო: primetime.ge