“მსახიობ-ადვოკატი…შარდი სულ ტყუილად არ გვანდე”- ,,ვივამედის” დირექტორი შალვა ხაჭაპურიძეს დასცინის

0
3209
21 Views
“მსახიობ-ადვოკატი, უფრო სწორად განათლებით”, – ასე მოიხსენიებს ,,ვივამედის” კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს, შალვა ხაჭაპურიძეს.
ბოლო დღეებში ექიმმა თავისი კლინიკის პაციენტის ადვოკატს ცინიკური პოსტები მიუძღვნა.
,,ახალი მარგალიტები შალვა ხაჭაპურიძის “მსჯელობიდან” – ,,მისი(პაციენტის) ფსიქოლოგიური კი არა, ფსიქიატრიული მდგომარება არის მძიმე!”. შალვა, წიგნი რომ წაიკითხო, არა?
მიშას ხომ ებრძოდა თავის დროზე ხმალამოღებული, ახლა ასე იცავს, ახალი ტერმინებით მედიცინაში! წარადგინეთ ეს კაცი ნობელზე ან…. გაგზავნეთ სხვა რამეზე…, იქნებ საქმეს რამე მართლა ეშველოს….
შალვა ბატონი (ხაჭაპურიძე) არ გვანდობს თავის სისხლს და შარდს ანალიზისთვის (შარდს განსაკუთრებით ხაზი გაუსვა, ქვეცნობიერი ოხერიაა!) სულ ტყუილად! ჩვენ არასოდეს გავცემთ პაციენტის მონაცემებს, თუ რამე დასამალი აქვთ, მით უმეტეს მაშინ”, – წერს ,,ვივამედის” კლინიკური დირექტორი.
Cesko