ნოდარ ათუაშვილი საიდუმლოდ დაკრძალეს? – მისი ცხედარი პროზექტურაში აღარ ასვენია

0
520
17 Views

49 წლის ყოფილი სამხედროს, ნოდარ ათუაშვილის ცხედარი პროზექტურაში აღარ ასვენია. საგარეჯოელებს აქვთ დაუდასტურებელი ინფორმაცია, ათუაშვილის დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში გადასვენების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ „პრაიმტაიმი“ ავრცელებს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში ადასტურებენ, რომ გარდაცვლილი სოფელში არ გადაუსვენებიათ.

„აქ ცხოვრობს ნახევარძმა, გარდაცვლილის სახლი გაყიდულია, კარგა ხანია. ძმამ უარი თქვა გადმოსვენებაზე. მოარული ხმებია, რომ გამოუჩნდნენ ნათესავები, რომლებმაც დასავლეთ საქართველოში გადაასვენეს. დღესაც, სოფელში ერთმანეთს ვესაუბრებოდით, საშინელება ჩაიდინა, მაგრამ ცხედრის დაკრძალვა ხომ უნდა მომხდარიყო, ხომ არ შეიძლება ადამიანი არ დაასაფლაო“, – ამბობს მანავის ერთ-ერთი მცხოვრები.

ყოფილი სამხედროს საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადასვენებას მეზობლები ეწინააღმდეგებოდნენ. ქართული საპროცესო კანონმდებლობა კი, იდენტიფიცირებული პირების დაკრძალვის წესს არ ითვალისწინებს. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას, მხოლოდ უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვის ვალდებულება აქვს.

ცნობისთვის, ნოდარ ათუაშვილმა, საგარეჯოში 20 იანვრის ღამეს 5 ადამიანი მოკლა, ხოლო 5 დაჭრა. ამის შემდეგ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
წყარო : https://tia.ge/

Cesko