“მოლარე, ბრალდებული და სუპერმარკეტის ნასვამი მომხმარებელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც მოლარეს ესროლეს” – რა მოხდა ვაზისუბანში?

0
2995
19 Views

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე, ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, 23 იან­ვარს, თბი­ლის­ში ვა­ზი­სუბ­ნის პირ­ვე­ლი მიკ­რო­რა­ი­ო­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, წარ­სულ­ში არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის გამო წარ­მო­შო­ბი­ლი ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ბრალ­დე­ბუ­ლი და სუ­პერ­მარ­კეტ “ბესტ მარ­კე­ტის” მო­ლა­რე ოპე­რა­ტო­რი, ასე­ვე ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი სუ­პერ­მარ­კე­ტის მომ­ხმა­რე­ბე­ლი ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ ერ­თმა­ნეთს.

აღ­ნიშ­ნუ­ლით გა­ნა­წყე­ნე­ბულ­მა ბრალ­დე­ბულ­მა, მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნი­დან მას­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ნა­ხევ­რად ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი ჩა­მო­ი­ტა­ნა და მო­ლა­რე ოპე­რა­ტო­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. და­ზა­რა­ლე­ბულ­მა მი­მალ­ვა მო­ა­ხერ­ხა, თუმ­ცა მას­თან ერ­თად მყოფ­მა ორმა პირ­მა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღეს.

“სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი 23 იან­ვარს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-109-ე მუხ­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ისე­თი სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­მე­ლიც გან­ზრახ უქ­მნის საფრ­თხეს სხვა­თა სი­ცო­ცხლეს და ჯან­მრთე­ლო­ბას) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

Cesko