“დედისერთაა და დედა ჰყავს ემიგრაციაშიო” – გაირკვა ახალგაზრდა ქალის ვინაობა, რომელიც ახლახანს აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს

0
864
22 Views

თელავში, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი ქალის ვინაობა ცნობილია. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული 30 წლამდე ასაკის დეა ტალაშვილია.

ქალი ალაზნის გამზირზე, 26-ე კორპუსში ქირით რამდენიმე დღის წინ გადავიდა და ამ დღეების განმავლობაში კონტაქტი არავისთან ჰქონია.

“ჩვენ ასე ვიცით, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან არის საწყალი. დედისერთააო და დედა ჰყავს ემიგრაციაშიო. მგონი, მამაც გარდაცვლილიაო, ასე ამბობს ხალხი. აქ ცოტა ხნის წინ მოვიდა და კონტაქტი არავისთან ჰქონდა. შუადღისას გავიგეთ, ეს საშინელი ამბავი”, – ამბობენ ადგილობრივები.

შეგახსენებთ, ახალგაზრდა ქალის ცხედარი, საცხოვრებელი ბინის აბაზანაში, სახლის მფლობელმა იპოვა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, თუმცა არსებობს ვერსია, რომ ახალგაზრდა ქალი, ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციით დაიღუპა.

tia.ge

Cesko