25 Views
იტალიის სერია ა-ს მე-18 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ შინ იუვენტუსს უმასპინძლა და მეტოქე 5:1 გაანადგურა.
აღნიშნული შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე სწორედ ქართველი გახდა, რომელმაც გოლს პლუს 2 საგოლე გადაცემა მიითვალა და ნეაპოლიტანელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
მოგვიანებით, შეხვედრა ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა, არიგო საკიმ შეაფასა:
“სპალეტის ვგულშემატკივრობ. კვარას გოლზე ვყვიროდი კიდეც, ჩემს ცოლს შეეშინდა და დაიყვირა: “არიგო, რა ხდება?!”… დადგა დრო სპალეტიმ სკუდეტო მოიგოს, იმიტომ, რომ მისი თამაში და იდეები სწორია, იტალიაში ეს გამონაკლისია, ის ყველას აჩვენებს, რომ ლამაზად თამაში შესაძლებელია.
განსაკუთრებით გაოცებული ვარ ნაპოლის სამი ფეხბურთელით. ესენი ლობოტკა, კვარაცხელია და ოსიმენი არიან”, – განაცხადა საკიმ.