ვიდეო: გია ჯაჯანიძემ ბაბი კირკიტაძეს პირდაპირ ეთერში მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთა – „მინდოდა, ფინალშივე გადამეცა“

0
1254
24 Views

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-11 სეზონის გამარჯვებული მომღერალი და ტელეწამყვანი ბაბი კირკიტაძე გახდა.

ბაბი კირკიტაძე და ერეკლე გირგვლიანი „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-11 სეზონის გამარჯვებულები გახდნენ

ბაბიმ „ჩვენ ოჯახში“ სტუმრობისას იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომლის გადალახვაც პროექტის მსვლელობის დროს მოუხდა და აღნიშნა, რომ უხარია, როდესაც სოციალურ ქსელში ფინალის შემდეგ გამოხმაურებებს კითხულობს.

„ყველა აღნიშნავს, რომ დამსახურებულად მოვიგე და ეს ყველაზე მეტად მიხარია“. – თქვა ბაბიმ.

გადაცემის წამყვანმა გია ჯაჯანიძემ ბაბის მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთა. 12 სხვადასხვა ძვირფასი ქვისგან დამზადებული ბეჭედი აჩუქა.

„ბაბი ჩემი შვილიშვილია, მინდოდა ეს საჩუქარი ფინალშივე გადამეცა, მაგრამ კანონმორჩილი ადამიანი ვარ.

ეს არის უძველესი ძვირფასი ბეჭედი, არ შეიძლება, ხელზე გაგიკეთო.

ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია, ამ ადამიანს ასეთი საჩუქარი შემიძლია, გავუკეთო“. – აღნიშნა ჯაჯანიძემ.

Cesko