“ყველაზე თანამედროვე და სუფთა სინდისით… წავიდა ამ ქვეყნიდან” – ეკა ხერხეულიძე მისთვის დიდ ტრაგედიაზე

0
5513
25 Views

პოლიტიკოსი ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში გზავნილს აქვეყნებს, რომელშიც მძიმე ტრაგედიას იხსენებს:

“ყველაზე თანამედროვე და სუფთა სინდისით დაბერებული კაცი… 90 წლის წავიდა ამ ქვეყნიდან,მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობაზე საუბრისას,სიცოცხლის ბოლო დღემდე თვალები ეცრემლებოდა . მის მოსმენას არაფერი სჯობდა.1924 წლის აჯანყებიდან დღემდე ყველა პატრიოტის სახელი და შეურყვნელი ისტორია შეგეძლო მისგან მოგესმინა.კომუნისტების მახინჯი ცხოვრების პარალელურად,ამ შთამბეჭდავი ადამიანისთვის, ისეთი ახლობელი იყო ჩვენი ისტორიული გმირების დღემდე უცნობი თავგადასავლები,რომ სუნთქვაშეკრული ვუსმენდი მისი შესაშური მეხსიერების მოგონებებს. 10 იანვარი ბ-ნი გოგი ოჩიაურის დაბადების დღეა სანამ მეხსიერება ჩემი ერთგული იქნება,ეს დღე მისი ნათელი ხსოვნის პატივსაცემად არასდროს დამავიწყდება.. ისიც არასდროს დამავიწყდება სიცოცხლის ბოლო დღეებში, დედამისს,სადღაც ბურუსში ხევსურულად რომ ელაპარაკებოდა და ისე გავიდა ამ წუთისოფლიდან გურამ რჩეულიშვილი – “თუ გინდათ გემოვნება გამოგიმუშავდეთ და სილამაზე დაინახოთ,გოგი ოჩიაურს მიებარეთ”

Cesko