უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მხოლოდ უკრაინელი ხალხის ტანჯვას გაახანგრძლივებს, მას „სპეცოპერაციის“ მიზნების მიღწევის შეფერხება არ შეუძლია- პესკოვი

0
563
24 Views

„დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება პრინციპში, ვერაფერს შეცვლის და მას „სპეცოპერაციის“ მიზნების მიღწევის პროცესის შეფერხება არ შეუძლია“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, ამ მიწოდებას შეუძლია უკრაინელ ხალხს ტკივილი მოუმატოს და მათი ტანჯვა გაახანგრძლივოს, მაგრამ პრინციპში არაფრის გადაჭრა არ შეუძლია.

„ამ მიწოდებას არ შეუძლია შეაფერხოს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევის პროცესი“, – განაცხადა დმიტრი პესკოვმა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, საფრანგეთი უკრაინას AMX-10RC ტიპის ჯავშანმანქანებს მიაწვდის:

„ომები არაპროგნოზირებადია – შეუძლებელია იმის თქმა, როდის და როგორ დასრულდება“: უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსები შეტევით ოპერაციებს ბახმუტის, ავდეევკისა და ლიმანის მიმართულებით ახორციელებენ
„რთულია, მნიშვნელობა მიანიჭო მხოლოდ საფრანგეთის გადაწყვეტილებაზე საუბარს. ვიცით, რომ კოლექტიურმა ევროპამ, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე შეიტანეს ათობით მილიარდი დოლარი უკრაინაში იარაღის მიწოდებით.“ – განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას AMX-10RC ტიპის ჯავშანმანქანებს მიაწვდის.

Cesko