70 Views
ქუთაისში, ოღასკურას სასაფლაოზე, საფლავი გაქურდეს – ადგილი, სადაც სამი მცირეწლოვანი დედმამიშვილია დაკრძალული, ოჯახს საახალწლო განათებით ჰქონდა გაფორმებული, რომელიც უცნობმა პირმა მოიპარა.
ია კოხრეიძე, რომელსაც სამი შვილი ჰყავს გარდაცვლილი, მძარცველს მიმართავს და წერს, რომ საფლავზე მოპარული მორთულობები სახლში არ მიიტანოს.
„არ იფიქრო, რომ გაგივიდა, წელსაც მე შენ დაგიჭერ იმ ქვებთან და რაც დაგემართება მერე ნახავ შენ და ვისაც აჭმევ ჩემს შვილებზე ნაქურდალს. გაისადაც იქნება ახალი წელი. ხო გაისადაც. ამდენი ნაბიჭვარი რატო დადის გარეთ, ქურდი და თაღლითი? პოლიცია გაიღვიძე”, – წერს სოციალურ ქსელში ია კოხრეიძე.