“ათი პატარა ნაცი გაემართა სააქციოდ, ერთად გადავწყვეტთო მიშას ბედს…” – დავით ქართველიშვილი

0
1538
22 Views

,,ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” აქციას აშარჟებს:

,,აგათა კრისტი, “ათი პატარა ნაცი”

ათი ნაცი გაემართა სააქციოდ, ერთად გადავწყვეტთო მიშას ბედს, ცხრანი დარჩნენ საბოლოო ჯამში – ლოკაცია გაუუქმეს ერთს.

იმ ცხრა ნაცმა გააგრძელა გზა, ერთიც ჩამორჩა და დარჩა რვა.

რვა ნაცი რუსთავს გაემგზავრა მშვიდად, ერთმა თქვა, აქ დავრჩებიო და დარჩა შვიდი.

შვიდი ნაცი ჩეხდა საპროტესტო მორებს, ექვსი დარჩა, ერთმა თავი გაიჩეხა ორად.

ექვსმა ნაცმა ითამაშა “ფრიმიშა”, ერთმა შიმშილობა დაიწყო და ჩარჩა, ამათგან კი მხოლოდ ხუთი დარჩა.

ხუთმა ნაცმა სასამართლო გამართა, ერთი გაასამართლეს და ოთხი დარჩა ამათგან.

ოთხმა ნაცმა მტკვარში შეცურა, ერთი წითელმა ქაშაყმა ჩაყლაპა, სამი დარჩა.

სამმა ნაცმა “ვივამედის” ეზო არ დატოვა, ორი დარჩა, ერთი სანიტარმა დაიგლოვა.

ორი ნაცი ზამთრის მზისგულს მიეფიცხა, ერთი დარჩა, ერთი მზეზე აშიშხინდა ფიცხლად.

ერთმა ნაცმა ბევრი იდარდა, თავი ჩამოიხრჩო და აღარავინ დარჩა…”

Cesko