მანქანამ ორი ქალი გაიტანა, ერთი დაღუპულია, მეორე მძიმედაა – ნათესავები იყვნენ, სამსახურიდან სახლში მიდიოდნენ

0
1949
19 Views

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში – კოსტავას ქუჩაზე მაზდას მარკის მსუბუქი ავტომანქანა ორ ქვეითს შეეჯახა. შედეგად, ერთი ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე მძიმე მდგომარეობით, ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

დაღუპული და დაშავებული ნათესავები არიან. ქალები მაღაზიაში მუშაობდნენ და ავტოსაგზაო შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, სახლში ბრუნდებოდნენ.

წყარო: “mtavaritv”

Cesko