155 Views
პიროტექნიკით დაზარალებულები თბილისის ცენტრალურ კლინიკებში წელსაც მოხვდნენ. პირველ და ორ იანვარს საავადმყოფოებში ის ადამიანები შეიყვანეს, რომლებიც ახალი წლის დღეებში ასაფეთქებლებით დაზიანდნენ და ძირითადი დაზიანებები კიდურებზე აქვთ.
ქირურგი, მირიან ბოცვაძე:
“მნიშვნელოვანია სწორად გამოყენება და ბავშვების მორიდება. ამ ახალ წელს პიროტექნიკით დაზიანებული 7 ადამიანი გვყავდა, აქედან 1-მა თითიც კი დაკარგა, დანარჩენს მტევნის მძიმე დაზიანება ჰქონდა.”
წყარო – რუსთავი2