“ქუჩურად ვიტყოდი ერთ-ორ სიტყვას, მაგრამ არ მიღირს უსამშობლო, უღირსებო, უმადური ადამიანის შეფასებისას ჩემს თავს ზედმეტის უფლება მივცე…” – ხათუნა ხოფერია

0
4394
33 Views

მეფიქრება საქართველოს პ…რეზიდენტის გუშინდელ საქციელზე. ნამეტნავად არაადეკვატური მომეჩვენა. ისე, ჩვენთვის იყო, ალბათ, არაადეკვატური თორემ, თავად კარგად მომზადებული დაგვხვდა.

გულის ხვაშიადიც ამოაფრქია და შეურაცხყოფაც დაუზოგავად მოგვაყენა…
ეს რა ბოღმა და სიძულვილი უტარებია ამდენი წელი?!
ეს როგორი გაბოროტებული ყოფილ?!
ასე როგორ შეიძულა ის ხალხი, ვინც მხარი დაუჭირა, ჯერ მთაწმინდის მაჟორიტარად გაათრია, შემდეგ, პრეზიდენტად… მერე რა, თუნდაც ბიძინას ხათრით და პატივისცემით. მერე რა!
მომივარდითო… ძალით შემოიჭერითო…
ეს ტყუილები რისთვის დაჭირდა პ..რეზიდენტს? იქნებ, იმისთვის, რომ “პარტნიორ ბოსებს”, მის მაკონტროლებელ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს დაუმძიმოს თავისი ყოფის, “მოღვაწეობის”, დავალების შესრულების სურათი?! აჩვენოს, თუ როგორ ებრძვიან მას და როგორი საშიშროების ქვეშაა?!არა და, იქ შეკრებილი ადამიანებიდან ერთიც არ გაიმეტებდა მისთვის წკიპურტს. აჩვენა, როგორ უვარდება გაღებულ კარებში “ოთხ-ოთხად” მორბენალი ხალხის ძალა…))))… ისე, საინტერესოა, ჩვენ რომ არ შევსულიყავით, ეზოდან დაგველაპარაკებოდა?! “რუსული სოფლის” მიღმა, რკინის გისოსებს შიგნით იდგებოდა ვოლიერის ტურასავით?
შექმნილი ვითარების ხელოვნურად დამძიმების ფაქტს ისიც ადასტურებს, რომ პ…რეზიდენტმა სამოქალაქო, მშვიდობიანი პროტესტი პოლიტიკური აქცენტებით დატვირთა, პოლიტიკურად შეაფასა და ქვები, ძირითადად, ბიძინა ივანიშვილის ბოსტანში ისროლა. წინასწარ მომზადებული ტერმინების-“ქართუ ბანკი”, “რუსული სოფლი”, ევროპული არჩევანი – უაზრო კონტექსტებში მოხსენიებით, ამერიკა-ევროპას კიდევ ერთი გზავნილი გაუგზავნა იმ ქვეყანაზე, რომლის ხელისუფლების “ფრთხილი პოლიტიკა” არ მოწონს, რომელ ქვეყანაშიც, მისთვის, სანდრას და მიშას შვილები საპატიო სტუმრები არიან. ია მეტრეველის და ჯამბულ გამყრელიძის შვილები კი კარიერული ზრდისთვის გამოსაყენებელი მასალა.
ჰო და, როგორც გაირკვა, არც საპროტესტო აქციების ფრთხილი განწყობაა მისთვის მისაღები. უნდა მიუხტე მეგი გოცირეძასავით სულ ბოზი ეძახო. აქციის ორგანიზატორებივით ქალბატონო პრეზიდენტოთი კი არ უნდა მიმართო, ნაცებივით ამორალური ბიოგრაფიული ფაქტები უნდა დააყარო თავზე! მე შენ გეტყვი და ცოტა დაუგროვდა თუ რა?!
გუშინ, ცუდი დღე იყო!
გუშინ, უზნეობის, სიძულვილის, უმადურების დემონსტრირება მოახდინა საქართველოს პ…რეზიდენტმა!
მე ამ დედაკაცის შეფასებას არც პოლიტიკურად ვაპირებ და არც დიპლომატიურად… ის ამ შეფასების კრიტერიუმებს მიღმა გავიდა. ქუჩურად ვიტყოდი ერთ-ორ სიტყვას, მაგრამ არ მიღირს უსამშობლო, უღირსებო, უმადური ადამიანის შეფასებისას ჩემ თავს ზედმეტის უფლება მივცე… არ მიღირს სალომე ზურაბიშვილი ამად………………………………….

Cesko