ვინ არიან საშინელი ავარიის დროს გარდაცვლილი ახალგაზრდები

0
1682
32 Views

თელავში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდები, სოფელ კურდღელაურიდან არიან. ადგილობრივების ინფორმაციით, 35 წლამდე ასაკის ვალერი თათულაშვილი და შოთა ბოჭორიძე, მეზობლები არიან და ერთმანეთთანაც კარგ ურთიერთობაში იყვნენ.

„ეს ბიჭები სოფელ კურდღელაურიდან არიან, მეზობლები, როგორც ვიცი. ისეთი საშინელი ავარია იყო, მანქანა ნაკუწებად დაიშალა. რომ გენახათ, არ დაგავიწყდებოდათ ეს კოშმარი. მძღოლი ძლივს ამოიყვანეს მაშველებმა, იქვე გარდაცვლილი იყო. წარმოშობით სოფელ ფშავლიდან არის, ასე გავიგე, მაგრამ კრდღელაურში ცხოვრობენ, მანქანის ხელოსანი იყო. განადგურდა ოჯახები ამ წინასაახალწლოდ“,- ამბობენ თვითმხილველები.

ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევას თელავში, ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა, ორი მძიმედ დაშავდა. ავტომობილი ხეს შეეჯახა. გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის 6- ე ნაწილით დაიწყო.

ვინ არიან ბიჭები, რომლებიც თელავში ავარიას ემსხვერპლნენ? (ფოტოები)

წყარო : მეგა TV

Cesko