“თანხა გადაარიცხვინა, შემდეგ გაიტყუა, დანით აწამა და ორმოში ჩაყარა – ოჯახის ახლობლები ცოლ-ქმრის მკვლელობაზე

0
2491
18 Views

კახეთის გზატკეცილზე ცოლ-ქმრის მკველელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ სავარაუდო დამნაშავე და მოკლული ცოლ-ქმარი ერთმანეთს იცნობდნენ. მკვლელობის მოტივად ფინანსური დავა სახელდება.

ახლობლების თქმით, ბავშვებმა თავად დაურეკეს დეიდას და შეატყობინეს, რომ მშობლები სახლში არ დაბრუნდნენ.

“რომ არ დაბრუნდნენ მშობლები, ბავშვებმა დაურეკეს დეიდას და ჩააკითხა ამ გოგომ. კამერებიდან ამოიღეს, მანქანას მიაგნეს კახეთის გზატკეცილზე, ლუგარის ლაბორატორიასთან. მანქანიდან გადაიტყუა როგორც ჩანს და დანით აწამა. ჩაყრილები არიან ორმოში. დაჭერილია ეს კაცი. უკვე აყვანილია. კამერებში ჩანს ეს მკვლელობა. მანქანების ბიზნესი ჰქონია, მანქანებს ყიდულობდა ეს ბიჭი ამ კაცისგან.”- ყვებიან ადგილობრივები.

არსებული ინფორმაციით, ნაწამები ცოლ-ქმრის ოჯახს ამოცნობა ნივთების საფუძველზე მოუხდა.

“მანქანები უნდა ეყიდათ ამათ, შეეძინათ. ვიღაც თაღლითმა თანხა გადაარიცხინა. შემდეგ გაიტყუა, რომ გაგიფორმებ მანქანებსო, გაიყვანა ქალაქის განაპირას და დახოცა დანით. ბავშვმა ამოიცნო მერე”,- ყვებიან ადგილობრივები “მთავარ არხთან”.

ადგილობრივების თქმით, “ამ ქალს გოგო ჰყოფილი 16 წლის. ის ისმენდა ამათ ლაპარაკს. ამ გოგომ ამოიცნო, ამან წამიყვანა დედაჩემი და მამაჩემი, მანქანას გაყიდინებ იაფადო”.

შეგახსენებთ, რომ სავარაუდო დამნაშავე, უცხო ქვეყნის მოქალაქე, უკვე დაკავებულია, მოკლულ ცოლ-ქმარს კი დღეს ფასანაურში დაკრძალავენ.

წყარო: „მთავარი არხი“

Cesko