22 Views
ჟურნალისტი, თამო კეშელავა სოციალურ ქსელში,საქართველოს ბანკზე თავდასხმისთვის ძებნილ, ბადრი ესებუას შესახებ ირონიულ გზავნილს ავრცელებს:
იცით, რომ ბადრი ესებუა დაიჭირეს?
არ იცით, ხო?
ხოოო…
არც მე ვიცი.
რატომ?
არ დაუჭერიათ და იმიტომ.
62 ადამიანი დაიჭირეს დღეს და არც ერთი ბადრი, არც ერთი ესებუა…
ეტყობა, დღეს პარასკევია…
მართლა, იცით ანეკდოტი ოთხშაბათზე? თუ იცით, აღარ წაიკითხოთ და თუ არ იცით, მოქმედება ხდება ქუჩაში:
–”ბრატ”, დღეს ოთხშაბათია?
–არა, შაბათი.
–ვა, გუშინ იყო ოთხშაბათი?
–არა, გუშინ პარასკევი იყო (კატა რომ ძეხვს ვერ შეწვდა და შსს ესებუას)
–აააა, ანუ, ხვალაა ოთხშაბათი?
–არა, ხვალ კვირაა.
–ეეე, ოთხშაბათი ამოუღიათ, ტო…