„მამა არ მყავს, რომ ბურთი მიყიდოს…“ – რას წერენ თოვლის ბაბუას სოცდაუცველი ოჯახების შვილები (ფოტოები)

0
516
21 Views

ფოტო თემატურად არის შერჩეული

„წერილი თოვლის ბაბუას“ – ეს არის პროექტი, რომელსაც „სიცოცხლე სიკეთისთვის“ 8 წელია ახორციელებს.

სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვების წერილები ფეისბუკ გვერდზე „სიცოცხლე სიკეთისთვის“ ქვეყნდება და კეთილი ადამიანების მოლოდინშია.

როგორც სოფი პრაიმტაიმთან ამბობს ამბობს, ბავშვების ძირითადი სურვილები, სამოსი და საკვები პროდუქტებია.

„სამწუხაროდ, ძალიან ბევრი წერილია, სადაც ჩანს, რომ ბავშვებს შიათ. სურვილები არ აქვთ, უბრალოდ საკვები, სამოსი და სასკოლო ნივთები უნდათ. ახლა ძალიან აქტუალურია, ხვიჩა კვარაცხელიას ფორმა. გუშინ ხვიჩას მივწერეთ და იმედი გვაქვს, გამოგვეხმაურება.

დახმარების მსურველებმა მოძებნეთ ფეისბუკზე გვერდი „სიცოცხლე სიკეთისთვის“, იქ შეარჩეთ წერილი და კომენტარის სახით მიუთითეთ, რომ კონკრეტულად მისი თოვლის ბებო/ბაბუ იქნებით. ყველა ინფორმაცია მითითებულია“ – ამბობს ორგანიზაციის დამფუძნებელი.

გთავაზობთ რამდენიმე წერილს ჯგუფიდან:

 

Cesko