,,უნიკალური ქალაქია ხალხნო ქუთაისი: გამტაცებელი ყველას გვეხვეწებოდა, საქეიფოდ სახლში წამომყევითო“ – რას აცხადებენ გატაცებული ავტობუსის მგზავრები

0
814
24 Views

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში ქუთაისურ ამბავს ეხმაურება:

,,უნიკალური ქალაქია ხალხნო ქუთაისი.
ტიპმა ავტობუსი გაიტაცა რამდენიმე საათის წინ თავის მგზავრებიანად.
დააკავეს და განაცხადა, რომ სახლში მიმყავდა ყველა საქეიფოდო.
მოწმის სახით დაკითხეს მგზავრები, რომლებიც აცხადებენ, რომ მანამდე ეს ნასვამი ადამიანი ყველას გვეხვეწებოდა სახლში წამომყევითო და არავინ წავყევითო.”

აი, რას წერს ამავე საქმეზე სოციალურ ქსელში ადვოკატი:

,,მოკლედ ვინ არ დამიცვია კაცო, ქურდები, ყაჩაღები, მკვლელები, თაღლითები, მძარცველები და აშ. მაგრამ ამ წუთებში რა საქმეშიც მომიწია ჩართვა, არათუ არ მქონია არც გამიგია:)))
ესეიგი ტიპი დათვრა და დიდ ავტობუსი გაიტაცა თავის მგზავრებიანად, არა არ მოგესმათ, ხო დიდი ავტობუსი თავის მგზავრებიანად.
ეხლა პოლიციის განყოფილებაში ვარ და ბრალს უყენებთ მძარცველიაო.
მძარცველი კი არა, მთვრალია, მთვრალიი:)))”

ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე; სოციალური ქსელი

Cesko