„ემიგრანტებზე სიტყვა „უტვინოს“ არავის შევარჩენ, ლაივზე მოუწევს ბოდიშის მოხდაც“ – რა ვიდეოს ავრცელებს გურამ შეროზია

0
661
28 Views

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე გურამ შეროზია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მონაწილეები მის შესახებ საუბრობენ.

„შეგახსენებთ: ბევრი ადამიანი მწერდა, რომ ძალიან უნდოდათ მხარდაჭერა და ვერ რეკავდნენ საზღვარგარეთიდან და ვუთხარი, რომ მე თანხებს ვერ შევეხები და ერთმანეთში მოგვარდნენ.

ასევე: დეიდა მყავს ემიგრანტი, ბიძა და კიდევ უამრავი ნათესავი. დედაჩემიც იმიტომ არ გახდა ემიგრანტი, რომ 16 წლიდან მუშაობა დავიწყე, 14-15 წლის ასაკშიც ათას რამეს ვაორგანიზებდი, რომ ორი კაპიკი მეშოვა, რომ დედა გვერდით მყოლოდა და რთულად, მაგრამ ასე შევინარჩუნეთ ერთმანეთი რაღაცნაირად…

ამიტომ, ჩემს მხარდამჭერებზე და მით უმეტეს ემიგრანტებზე – სიტყვა „უტვინოს“ არავის შევარჩენ, ლაივზე მოუწევს ბოდიშის მოხდაც და წინა სეზონიდან მსგავსი კომენტარის გამო, ჟიურის წევრმა როგორ დაასრულა ესეც გვახსოვს.
ძალიან, ძალიან უხერხულია მართლა“, – წერს გურამ შეროზია.

Cesko