მთელი 22 წელი და განსაკუთრებით ბოლო 12 წელი…
მეძახდით ქვეყნის მოღალატეს, გამყიდველს, რუსეთის აგენტს და პუტინის მონას…
მაგრამ ვერცერთხელ ჩემმა ოპონენტებმა ვერ დამარწმუნეთ საპირისპიროში, რომ თქვენი ეგრეთწოდებული ,,ეროვნული იდიოლოგია” უფრო სწორი და გამართულია!
ვერ დამარწმუნეთ, რომ საქართველო რეალურად დამოუკიდებელი და სუვერენული სახელწიფოა!
ვერ დამარწმუნეთ, რომ ერთმანეთთან მტრობის და ეგოიზმის ნაცვლად, ერთად დგომა და ქვეყნის დამოუკიდებლად შენება შეგიძლიათ….
ვერ დამარწმუნეთ, რომ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენისა და მისი მფარველობის გარეშე ეროვნულობას და მრწამს შეინარჩუნებთ!
ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენთ და დევნილებს დააბრუნებთ!
უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოს შექმნით..
რუსული ბაზრის გახსნის გარეშე, ქართველ გლეხის ამოისუნთქებთ…
ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებთ და სოციალურ ფონს შეცვლით…
მე აქ ვარ და არსად არ გავრბივარ!
ნაწყენი არ ვარ…..
კი ბატონო, მეძახეთ რ უ ს ე თ უ მ ე !
მაგრამ, თქვენ ვინ ხართ? 🙂
ხო და ახლა, მოდით ასე მოვიქცეთ….
ჯერ თქვენ მაჩვენეთ 30 წლიანი გულზე მჯიღის ცემისა და ,,პუტინ ხ@@ოს” შეძახილების შედეგი (თქვენი ჯიბის გარდა) და მერე მე გეტვით, თქვენ ვინც ბრძანდებით….
მანანა უძილაური, პუბლიცისტი; სოციალური ქსელი