„ამ უგემოვნო, ყველა ფორმის და ფერის განათებით გამოტენილი გამზირი გულისრევას იწვევს!” – თბილისის საახალწლო განათება ყოფილ პირველ ლედისაც თვალში ეჩხირება

0
837
23 Views

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დედაქალაქში შექმნილი საახალწლო განწყობით უკმაყოფილოა. ჩიჩუა მიიჩნევს, რომ როდესაც ქვეყანაში ბევრი გაჭირვებულია და მეზობელ სახელმწიფოში ომია, ამხელა ფუფუნების უფლება არ უნდა მისცე თავს, ამასთან, ის ფიქრობს, რომ საახალწლო დეკორაცია არამხოლოდ ამორალურია, არამედ უგემოვნოც.

“ჩვენი ქვეყნის სოციალურ და ეკონომიურ სიდუხჭირეზე არაფერს ვიტყვი, ემპათია მაინც არ არსებობს და უცხოა ამ ხელისუფლებისთვის, ბავშვებს, რომლებსაც ნამცხვარი ენატრებათ, არც მათზე ვილაპარაკებ, მეგობარ ქვეყანაში რომ უდანაშაულო ხალხი იღუპება და ქართველი გმირები იქ იცავენ სიცოცხლის ფასად ჩვენს მართლაც მშვიდობას, ეგეც მიუღებელი თემაა ამ მთავრობისთვის, მაგრამ ის მაინც ხომ უნდოდათ, რომ ლამაზი და შთამბეჭდავი ყოფილიყო რუსთაველი … ორჯერ მოვხვდი უკვე მანდ და ამ უგემოვნო, ყველა ფორმის და ფერის განათებით გამოტენილი ამ სიგრძე გამზირი თავბრუსხვევას და გულისრევას იწვევს, პირდაპირი მნიშვნელობით …ვინ გირჩიათ !!!!!!?????!!!!! “- წერს მაკა ჩიჩუა.

Cesko