მარკეტა გრეგორევა: ქართველ პოლიტიკოსებს პირდაპირ მივმართავ – გვერდზე გადადეთ განსხვავებები, იმუშავეთ დავალებების შესასრულებლად

0
388
21 Views

საქართველო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. რეფორმების შესრულება და ნაკლოვანებების გამოსწორება აუცილებელია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგორევამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა.

მისივე თქმით, არ არსებობს ადგილი პოლიტიკურად მოტივირებული პროცესებისთვის.

„ევროპული მომავლის სურვილი თუ არსებობს, იქნება გზაც. სწორედ ამიტომ, საქართველოს სჭირდება, რომ გადადგას შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირში წევრობისთვის. ახლა, მე ქართველ პოლიტიკოსებს პირდაპირ მივმართავ, გვერდზე გადადეთ განსხვავებები, იმუშავეთ დავალებების შესასრულებლად“, – განაცხადა მარკეტა გრეგორევამ.

Cesko